Thursday, November 17, 2011

სოფ.ძველი აბაშის გაცნობა




    სოფელი ძველ აბაშა რაიონიდან დაშორებულია 5 კილომეტრის მანძილზე. სოფლის ცენტრში მდებარეობს სკოლა, რომლის დირექტორი გახლავთ ქალბატონი ნანა კიკაბიძე, სკოლის წინ არის საკრებულო.აქვე მდებარეობ ბაღი.

 

   სოფელს გარს აკრავს მდინარე "აბაშა" მდინარე აბაშის სახელწოდება VIII საუკუნეში არაბთა მხედამთავარ მურვან–ყრუს ლაშქრობას უკავშირდება.ამის  შესახებ ცნობებს გვაწვდის მემატიანე ჯუანშერი: "ანაკოფიიდან უკან მომრუნებული მურვან–ყრუს ჯარმა დაიბანაკეს მდინარესთან ეს მდინარე ხშირი წვიმის გამო ადიდებულა და დაუხვჩვია 2300 ქვეითი  ("აბაშ" ანუ გავიქეცით)ამის შემდეგ დაერქვა და სოფელსაც ეწოდა აბაშა.


 

          რადგან ტერიტორიულად ხელსაყრელი პირობები არ იყო რკინიგზის სადგურისათვის,   სჭირო გახლდათ ცენტრი გადაეტანათ ამჟამინდელ  აბაშის ტერიტორიაზე და მას დარქვეს "აბაშა" ხოლო ყოფილ "აბაშას"ეწოდა "ძველი აბაშა"










ძველი აბაშაში დაიბადა სიტყვის დიდოსტატი, დიდებული მწერალი კონსტანტინე გამსახურდია.





ამჯამად სოფელ ძველ აბაშაში, იქ სადაც დიდებული მწერალი ცხოვრობდა, მდებარეობს მისი სხელობის სახლ– მუზეუმი, რომელიც ყოველწლიურად უამრავ დამთვალიერებელს ითვლის.







სახლ-მუზეუმში გამოფენილია მისი ნაქონი ექსპონატები, ფოტო სურათები და ხელნაწერი ასლები.სახლ მუზეუმის დათვალიერება უდიდეს ინტერეს იწვევს ჩამოსულ სტუმარტა შორი. მართალია, მისი ბიოგრაფია და ცხოვრებისეული ეპიზოდები, უამრავ ადამიანისათვისაა ცნობილი, მაგრამ აქ, ამ მიწაზე, სადაც ჩვენი დიდოსტატი ოდესღაც დააბიჯებდა, ან ზანის პირას თევზებს იჭერდა, უამრავჯერ მოსმენილი და გაგონილი სულ სხვა მნიშვნელობა ენიჭება. თითქოს ყველაფერი თვალწინ ცოცხლდება და გული სიამაყით ივსება. ეს შთაბეჭდილება მრავლად არის ასახული სახლ–მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნში.












სახლ-მუძეუმში ყოველწლიურად 15 მაისს  იმართება სახალხო  ზეიმი "კონსტანტინეობა"
 
  კოსტანტინეობაზე თავს იყრის მთელი აბაშის მოსახლეობა, აგრეთვე ჩამოდიან სტუმრები სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან.იმართება ღონისძიება, სადაც მოსწავლე–ახალგაზრდები მხატვრულად კითხულობენ ლექსებს და ნაწყვეტებს მისი ნაწარმოებებიდან. საუბრობენ მის ღვაწლზე და დამსახურებების შესახებ.

1 comment: