Saturday, November 12, 2011

საქართველოს ორიენტირი............ "ნატო"










პროექტის მთავარი იდია გაერთიანება ნატოს შესახებ ინფორმაციის მოძიება.ნატოს მნიშვნელობა საქართველოსათვის.
პროექტის აქტუალობა:      მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ნატოს შესახებ, გაეცნობიან მის წევრ ქვეყნებს, გაიგებენ და გაანალიზებენ აზრს ნატოს მნიშვნელობაზე და რაც მთავარია მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გაუზიარებენ თანატოლებს.


 პროექტის მიზანი:    ბავშვს ჩამოუყალიბდეს თავისუფალი და ამავდროულად სწორი  აზროვნების უნარი, გამოიმუშავებენ ინფორმაცის ძიების ხერხებს წიგნებიდან، რომელიც სასკოლო ბიბლიოთეკაში მრავლად მოიპოვება და რა თქმა უნდა გამოიყენებენ კომპიუტრის საძიებლო სისტემებს. ამით მას უფრო დააიტერესებს კომპიუტერი არა როგორც გართობის საშვალება, არამედ ცოდნის მიღების ერთ–ერთი სწრაფი წყარო.

მონაწილეთა ასაკი: 10–12 წელ
ვადების ხანგრძლივობა: 30 დღე (ერთი თვე)
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ისაუბრონ ნატოს შესახებ. ჩამოაყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს, წაიკითხავენ შესაბამის წიგნებს,ბროშურებს. გამოიყენებენ კომპიუტერს. გაანალიზებენ თუ რატომ მიისწრაფის საქართველო ნატოსკენ. აგრეთვე გამოკითხვას ჩატარებენ თავიანთ თანატოლებში، ამით გაიგებენ თუ ვინ ფლობს ინფორმაციას ამ გაერთიანების შესახებ.ანკეტა რა თქმა უნდა წინასწარ და ერთობლივად შეადგენენ, მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურად მუშაობას, ისწავლიან ერთმანეთისათვის აზრის გაზიარებას.გააკეთებენ შესაბამის პრეზენტაციას.   სკოლიის ერთერთ კედელზე გამოაკრავენ თავიანთი ხელით გაკეთებულ პლაკატებს.
 
პროექტისათვის საჭირო რესურსები: წიგნები, საწერ კალამი, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფორმატის ფურცლები,კომპიუტერი, ინტერნეტი, ფერადი პრინტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:  კლას გავაცნობ თემას, მოკლე მონახაზს გაუკეთებ ნატოს შესახებ, 
 ამის შემდეგ კლასს გავყოფ 3 ჯგუფად.
 I  ჯგუფს დავავალებ ინტერნეტში  მოიძიონ  ინფორმაცია ნატოს წევრი ქვეყნებზე,    გაიგონ ნატოს ძირითადი მართველი გუნდის ვინაობები (გენერალური მდივანი და ა.შ.)
 
 









II  ჯგუფს დავავალებ რეკომენდაცია გაიაროს ისტორიის მასწავლებელთან, შემდეგ ინფორმაცია მოძიაონ ნატოს მნიშვნელობაზე, თუ რას წარმოადგენს ნატო.
III  ჯგუფს  დავავალებ დაარიგონ ანკეტა გამოკითხვის ჩასატარებლად. ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს და გაავანალიზებთ თუ როგორი კითხვები დაგროვდა ამ კითხვებზე პასუხის მოძიებას თვითონ დავავალებ.
   ორი კვირის შემდეგ მოვაწყობ მათთან შეხვედრას, თითეული ჯგუფი გაუზიარებს ერთმანეთს თავიანთ მოპოვებულ ინფორმაციას მივცემ  მითითებებს. ამის შემდეგ გავაერთიანებ სამივე ჯგუფს და დავავალებ მოიფიქრონ პრეზენტაცის გეგმა, აგრეთვე მიუთითებ რაც შეიძლება საინტერესო და ვიზუალურად გაფორმებული უნდა იყოს . 
 3 დღის შემდეგ დავიბარებ დავიწყებთ პრეზენტაციის მომზადებას ოთახს გავაფორმებთ შესაბამის პლაკატებით ბოლოსთვის ავირჩევთ ლიდერს რომელიც შეძლებს საუბარს მომზადებული თემის შესახებ. პრეზენტაციის დღისათვის დავარიგებთ ანკეტას სადაც კითხვები იქნება წინასწარ შჯამებული. გავიგებთ რა გაიგო მსმენელმა და რის გაგებას ისურვებდნენ, აგრეთვე გავიგებ თუ რომელ საკითხზე ისურვებდნენ პრეზენტაციას. ეს მოგვცემს საშვალებას მოსწავლეები მეტი მონდომებით და ყურადღებით ჩაერთონ და დაიწყონ ფიქრი შემდეგი პრეზენტაციისთვის. 
 მოვიწვევთ სკოლის დირექტორს, სამეურვნეო საბჭოს წევრებს,მოსწავლეებს და სხვას.
 












პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ხინტკირია

No comments:

Post a Comment